ჰიპერი: ევროკავშირი დგას ხოშტარიასა და უსამართლოდ დაკავებული ყველა პოლიტპატიმრის გვერდით

16.09.25 15:51
ჰიპერი: ევროკავშირი დგას ხოშტარიასა და უსამართლოდ დაკავებული ყველა პოლიტპატიმრის გვერდით

ევროკავშირი დგას ელენესა და ყველა უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკური პატიმრის, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების გვერდით - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა განაცხადა. 

პოლიტიკოსის დაკავებასა და ქართული ოცნების მხრიდან რეპრესიებზე დასმული კითხვის პასუხად მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების წინანააღმდეგ ზეწოლა უნდა გაგრელდეს: 

ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ და მოვუწოდებთ მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ. როგორც იცით, ჩვენ გადავდგით უკვე გარკვეული ნაბიჯები და ვაგრძელებთ გზების გამონახვას თუ როგორ მოვახდინოთ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ. ივლისში იყო მსჯელობა საქართველოს შესახებ და განიხილებოდა ისეთი ვარიანტები, როგორიცაა სანქციებით დაწყებული უვიზო რეჟიმის შეჩერებით დამთავრებული ყველა ვერსია"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები