ივანიშვილო, შენი მცდელობები, გააჩუმო ქართველი ხალხი, წარუმატებელი იქნება - ბრეიზა “ოცნების“ ლიდერების დასანქცირებას ითხოვს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება. როგორც ევროპელი მაღალჩინოსანი X-ზე წერს, ივანიშვილი ქართველიხ ახლის გაჩუმებას და მათი ევროპული გზის დაბლოკვას ცდილობს, რაც არ გამოვა.
მისი თქმით, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს ივანიშვილის და მისი ხელშემწყობი პირების დასანქცირებაზე, რომელიც პოლიტიკოსის თქმით, ძირს უთხრის თავისუფლებასა და სუვერენიტეტს.
სულ ახლახანს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, საჯაროდ დაადანაშაულა ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, რადიკალური ქმედებების დაფინანსებასა და საქართველოს დესტაბილიზაციაში. სინამდვილეში, მშვიდობიანი მომიტინგეები ქუჩებში გამოდიან, იცავენ ევროპული მომავლის უფლებას და აპროტესტებენ თავიანთი ქვეყნის რუსიფიკაციას.
@Ivanishvili შენი მცდელობები, გააჩუმოთ ქართველი ხალხი და დაბლოკოთ მათი ევროპული გზა, წარუმატებელი იქნება. ეს რუსული დეზინფორმაციის იგივე სახელმძღვანელოა: ტყუილების გავრცელება ოლიგარქიული ძალაუფლების დასაცავად დემოკრატიის ხარჯზე.
ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით . @EU_Commission-მა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს ივანიშვილისა და მისი ხელშემწყობი პირების სანქციების დასაწესებლად, რომლებიც ძირს უთხრიან თავისუფლებას და სუვერენიტეტს. ქართველი ხალხის ნება არ შეიძლება და არც იქნება იგნორირებული!",- წერს ის.