ივანიშვილის შემდეგ, საერთაშორისო მედიას ირაკლი კობახიძეც უპირისპირდება

16.09.25 17:30
ივანიშვილის შემდეგ, საერთაშორისო მედიას ირაკლი კობახიძეც უპირისპირდება

ივანიშვილის შემდეგ, საერთაშორისო მედიას ირაკლი კობახიძეც უპირისპირდება.

კობახიძე ამტკიცებს, რომ საერთაშორისო მედიაში ხდება კონკრეტული შინაარსის ყიდვა და სწორედ ამ პრაქტიკას მიმართავენ კრიმინალები, მათ შორის კი მიმართა გიორგი ბაჩიაშვილმა.


კობახიძის თქმით, “ეს ყველაფერი ოპონენტების სახეს წარმოაჩენს, ასევე იმ რთულ მდგომარეობას, მძიმე ვითარებას, რომელიც არის საერთაშორისო მედიაში შექმნილი.“
 
რეალურად, ნებისმიერი მედია პასუხს უნდა აგებდეს ობიექტურობაზე, თუმცა ამის მაგივრად ჩვენ ვხედავთ შეკვეთილ სტატიებს, რაც ქმნის სამწუხარო რეალობას საერთაშორისო მედიაში. ასეთი შეკვეთილი სტატიები ყოველთვის ეფუძნება ხოლმე ყალბ ინფორმაციას, ყალბ სინამდვილეს, რასაც რეალურ სინამდვილესთან არავითარი კავშირი არა აქვს. სწორედ ამაშია სტატიის შეკვეთის არსი. შენ შეგიძლია, ნებისმიერი სიცრუე გაავრცელო, თუ ამისთვის გადაიხდი ფულს და თან მითუმეტეს, თუ შენი ინტერესები ემთხვევა „დიფ სთეითის“ ინტერესებს. ჩვენ ვიცით, რამდენად დიდია, „დიფ სთეითის“ გავლენა საერთაშორისო მედიაზე, მათ შორის ევროპულ და ამერიკულ მედიაზე, ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, რეალურად ხდება ყალბი ინფორმაციის გასაღება რეალურ ინფორმაციად, სწორედ ასეთი შეკვეთილი სტატიების საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები