ელენე ხოშტარია: უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე
"უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე" - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
პოლიტიკოსმა ის მიზეზები ახსნა, რატომ არის საქმ თავიდან ბოლომდე სპექტაკლი და რატომ ამბობს დაცვის უფლებაზე უარს:
პოლიტიკოსი დღეს იზოლატორში შემოვიდა „სანდომიანი მამაკაცი“, გულდასმით გაპარსული წვერით და მოწესრიგებული. მივესალმე, რას ვერჩი, მაგრამ სულ რამდენიმე წუთში ეს სანდომიანი მამაკაცი გადაიქცა რუსული სისტემის ჭანჭიკად, რასაც გულისტკივილით ვადევნებდი თვალს. სრული სერიოზულობით გადაწყვიტა, რომ წამიკითხოს „ბრალი“ თავად ამ ბრალის ჟღერადობრივი ნაწილი ჩემში სიცილის დაუოკებელ სურვილს იწვევდა. მართლა ეგონა, რამეს სერიოზული სახით წარმართავდა. ცხადია, შევწყვიტე ეს სპექტაკლი.
კარგად მინდა გესმოდეთ განსაკუთრებით ჩემს მეგობრებს და გულშემატკივრებს. ამ ფარსში მილიმეტრითაც კი მონაწილეობის მიღება დაუშვებლად მიმაჩნია. გარდა იმისა, რომ თავმოყვარეობის საკითხია „ბანერის დასვრის დიამეტრზე“ საუბარი, პატარა დოზითაც კი მათ სიყალბეში ტექნიკური შეყოლა ამასთან შეგუებაა და ამას მე არ ვაპირებ.
შესაბამისად, უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე და ყველას გთხოვთ, არ შეწუხდეთ და არ მიხვიდეთ. კერონ, ჭრან, წერონ და იკითხონ. დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს შოთა თუთბერიძეს, რომელიც ამ არაორდინალურ ფორმაზე წამომყვა.
ბოლომდე!"- წერს ხოშტარია.
პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებამ 570 ლარის ზიანი გამოიწვია.
პროკურატურამ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება დღეს წარუდგინა.
შოთა თუთბერიძის თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით რას მოითხოვს პროკურატურა, ამ ეტაპზე უცნობია.