ამზადებენ თუ არა საბრალდებო სკამს ირაკლი ღარიბაშვილისთვის - რას ამბობენ "ოცნებაში"

16.09.25 20:01
ამზადებენ თუ არა საბრალდებო სკამს ირაკლი ღარიბაშვილისთვის - რას ამბობენ "ოცნებაში"

ყოფილი თანაგუნდელისა და თანამებრძოლის შესახებ კომენტირებისას "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სიფრთხილეს ინარჩუნებენ და კონკრეტულ პროგნოზებს არ აკეთებენ. საუბარია ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე, რომლის მომავალზე ივანიშვილის გუნდში მკაფიო პასუხები ჯერჯერობით არ ისმის.

პარტიის ლიდერები ღარიბაშვილის შესაძლო სამართლებრივ პერსპექტივებზე დასმულ შეკითხვებს ორაზროვნად პასუხობენ. ამავე დროს, მათი განაცხადები თვითონვე აჩენს დამატებით კითხვებს: ხდება მინიშნებები ყოფილ თანაგუნდელებზე, გამოიყენება მკაცრი შეფასებები, ხოლო განმარტების მოთხოვნებს „სპეკულაციად“ მიიჩნევენ.

პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის არაკონკრეტულმა კომენტარებმა პარტიის რიგებში გაურკვევლობა გააძლიერა. ღარიბაშვილის ღიად დაცვას დღეს პარტიის წარმომადგენლები თავს არიდებენ.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერის მიმართ, ამ ეტაპზე უცნობია - საკითხზე კონკრეტული განმარტება არც მის უახლოეს გარემოცვას გაუკეთებია.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები