საგანგებო მდგომარეობა და ჯარის გამოყვანა - ყოფილი ძალოვანი "ოცნების" შესაძლო სცენარზე ალაპარაკდა

16.09.25 20:21
საგანგებო მდგომარეობა და ჯარის გამოყვანა - ყოფილი ძალოვანი  "ოცნების" შესაძლო სცენარზე ალაპარაკდა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება თავდაცვის სამინისტროში ფართო საკადრო ცვლილებებს ამზადებს: მოქმედ მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაიყვანენ, ხოლო თავდაცვის უწყებას „საპოლიციო კადრს“ ჩააბარებენ.

შაიშმელაშვილის თქმით, ჩიქოვანს მის დიპლომატიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვაშინგტონთან ურთიერთობების „დალაგების“ საკვანძო როლი დაეკისრება. უცნობია, რა პოზიციაზე გადავა ამ კონფიგურაციაში მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი.

სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ თავდაცვაში „საპოლიციო კადრის“ შესაძლო დანიშვნა უბრალო საკადრო როტაცია არ არის და უკავშირდება „ქართული ოცნების“ შიშებს 4 ოქტომბრის წინ. მისი შეფასებით, თუ შსს-ს სისტემამ ვერ მოახერხა პროტესტის ძალისმიერად ჩახშობა, ამიტომ "ოცნების" ხელისუფლებამ შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და ჯარი ქუჩაში გაიყვანოს. შაიშმელაშვილი ამტკიცებს, რომ თავდაცვის ძალებში ასეთი ნაბიჯებისთვის მნიშვნელოვან წინააღმდეგობას ელიან.

ამავდროულად, 4 ოქტომბრის ფართომასშტაბიანი აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ „სასარგებლო გადალაგებები“ საზოგადოებრივ პროტესტს ვერ ჩაახშობს და მობილიზაცია დაგეგმილ რეჟიმში გაგრძელდება.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები