ძვირადღირებული "ფერარი" საჩუქრად და ფოტოსესია კალაძესთან - თბილისის მერი კადიროვის „საძმოს“ წევრს მასპინძლობს

16.09.25 20:35
ძვირადღირებული "ფერარი" საჩუქრად და ფოტოსესია კალაძესთან - თბილისის მერი კადიროვის „საძმოს“ წევრს მასპინძლობს

 

თბილისის მერი კახა კალაძე რამზან კადიროვთან დაახლოებულ ჩეჩენ მებრძოლთან, ხამზატ ჩიმაევთან ურთიერთობაზე დუმილს ინარჩუნებს. შეხვედრის ვიდეო თავად კალაძემ გაასაჯაროვა, სადაც ჩიმაევს „ძმას“ ეძახის, ხოლო ჩიმაევი კადიროვს „უფროს ძმად“ მოიხსენიებს.

ჟურნალისტების კითხვა, რა მისიით ჩამოვიდა საქართველოში კადიროვის უახლოეს გარემოცვად მიჩნეული ჩიმაევი, კალაძემ უპასუხოდ დატოვა.
შეხვედრა გაიმართა იმავე შენობაში, სადაც თბილისის მერს მანამდე „ფერარი“ აჩუქეს. ჩიმაევი საქართველოში ასევე მაშტაბურად ისვენებდა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუასთან ერთად.

დოკუმენტირებული ვიზიტის განმავლობაში ჩიმაევს გადაადგილებაში ქვეყანაში ბარიერები არ შექმნია.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები