ჰყავდა თუ არა მფარველი ფულის გათეთრების უპრეცედენტო სქემას? - კალაძე კითხვას ვერ პასუხობს

17.09.25 11:46
ჰყავდა თუ არა მფარველი ფულის გათეთრების უპრეცედენტო სქემას? - კალაძე კითხვას ვერ პასუხობს

 

 

ვინ მფარველობდა ფულის გათეთრების უპრეცედენტო სქემას? "პირელების" ამ კითხვას კახა კალაძე ვერ პასუხობს. "ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის და გამოძიებას უნდა დაველოდოთ.  

არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დიდი თანხოს ოდენობაზეა საუბარი. ძალიან მძიმეა ეს ყელაფერი. დაველოდოთ გამოძიებას, - ამბობს კალაძე. 

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, კვალი ირაკლი ღარიბაშვილამდე მივიდეს, კალაძე ასე პასუხობს:

"დაანებეთ თავი პოლიტიკურ სპეკულაციებს. დაელოდეთ გამოძიებას."  

 

პროკურატურის ცნობით, 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. მათივე ინფორმაციით, 2022–2024 წლებში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ, კონკრეტულმა დაჯგუფებამ საბაჟოს გვერდის ავლით შემოტანილი ნაღდი ვალუტა ბანკებში „კანონიერ შემოსავლად“ გაატარა და ეკონომიკურ ბრუნვაში განათავსა.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებას დაკავებულიც ინიციალებიც კი არ გაუსაჯაროვებია. არ გავრცცელებულა არც დაკავების კადრები.