გირაო თუ პატიმრობა - ელენე ხოშტარია განაჩენის მოლოდინშია
გირაო თუ პატიმრობა - ელენე ხოშტარია განაჩენის მოლოდინშია. ჯერჯერობით უცნობია, რომელ საათზე გაიმართება კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი სასამართლო პროცესი.
უკვე ცნობილია თავად ხოშტარიას პოზიციაც. ის უარს ამბობს სასამართლო პროცესზე დასწრებასა და დაცვის უფლებაზე. პოლიტიკოსი განაჩენს წინასწარი დაკავების იზოლატორში დაელოდება.
ელე ხოშტარის თანაგუნდელები და ახლობლები ზაჰესის იზოლატორთან შეკრებას 13:00 საათზე დაიწყებენ.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიგა ლემონჯავა ამბობს, რომ ხოშტარიას პოზიციას სრულად იზიარებს, რადგან, მისი თქმით, დაუშვებელია "საცირკო წარმოდგენა" სასამართლო პროცესად გაასაღონ.
გუშინ ელენეს ადვოატმა, შოთა თუთბერიძემ გააჟღერა მისი პოზიცია იმის შესახებ, რომ ელენე არ აპირებს ამ ფარსში მონაწილეობას. მე მას აბსოლუტურად ვეთანხმები და მხარს ვუჭერს ამ გადაწყვეტილებაში. არც საკუთარ თავს და არც შენს გარშემო მყოფებს არ უნდა აკადრო, რომ ლევან მურუსიძს და ჩინჩალაძის, გვრიტიშვილის საცირკო წარმოდგენა გაასაღონ სასამართლო პროცესად, ვითომ იქ რაიმე აზრის აქვს სამართალწარმოებას. სინამდვილეში, ყველამ კარგად ვიცით, რომ ელენეს წინააღდემ წაყენებული ბრალი არავითარ შემხებლობაშია იურიდიულ კაზუისტიკასთან. მთავარი წამყვანი აქ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ, - ამბობს გიგა ლემონჯავა.
ელენე ხოშტარიას დედა ამბობს, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა ადვილი არ იქნება, თუმცა ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ.
ეს არ იქნება ადვილი ბრძოლა, მაგრამ ვიბრძვით ყველა, იბრძიან ლიდერები, იბრძვის ჩვეულებრივი მოქალაქე და ჩვენ მზად ვართ, აი, 4-შიც მზად ვართ, აუცილებლად გავალთ, - ამბობს ირინა გუნცაძე.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.