4 ოქტომბრის საღამოს, თუ ვინმეს შეეზღუდება კომუნიკაცია და თუ ვინმე იქნება დადუმებული, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი - ნადირაძე

17.09.25 12:13
4 ოქტომბრის საღამოს, თუ ვინმეს შეეზღუდება კომუნიკაცია და თუ ვინმე იქნება დადუმებული, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი - ნადირაძე

4 ოქტომბრის საღამოს, თუ ვინმეს შეეზღუდება კომუნიკაცია და თუ ვინმე იქნება დადუმებული, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. 

ნადირაძის თქმით, 4 ოქტომბერს ერთადერთი რასაც "ოცნება" და ივანიშვილი გაიგებს, გამარჯვებული ქართველი ხალხის ხმა იქნება.  

შეშინებულია რუსი ოლიგარქი ივანიშვილი. მას ძალიან უნდოდა ლევან ხაბეიშვილის თავისუფლებაზე გაჩუმება. მას ისე ეშინია, გადაწყვიტა, 4 კედელშიც კი შეუზღუდოს ჩვენს მოქალაქეებთან კომუნიკაცია, მაგრამ ერთი რამე იცოდეს, 4 ოქტომბრის საღამოს, თუ ვინმეს შეეზღუდება კომუნიკაცია, თუ ვინმე იქნება დადუმებული, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი და რუსული "ოცნება" და იქნება ერთადერთი ხმა - ეს იქნება გამარჯვებული ქართველი ხალხის ხმა", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.