ელენე ხოშტარიას საქმე - მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი სავალდებულო დაცვას ითხოვს
ელენე ხოშტარიას საქმე - მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი სავალდებულო დაცვას ითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გახსნა სხდომა და აის შესახებ სწორედ მაშინ გახდა ცნობილი.
ახლა საქალაქო სასამართლოში სახაზინო ადვოკატი უნდა მივიდეს. გამოცხადდება რამდენიმე საათიანი შესვენება, იმის შემდეგ კი , რაც სახაზინო ადვოკატი სასამართლოში მივა, სხდომა კვლავ განახლდება.
ცნობისთვის, კოალიცია "ცვლილებისთვის" დაკავებულმა ლიდერმა ადვოკატის ყოლაზე უარი განაცხადა. ელენე ხოშტარიამ ასევე უარი განაცხადა სასამართლოზე დასწრებაზეც.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.