4 ოქტომბერს აქციას ვუერთდებით, გვერდით დაგვიდექით - სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები

17.09.25 14:13
4 ოქტომბერს აქციას ვუერთდებით, გვერდით დაგვიდექით - სინდისის  პატიმრების ოჯახის წევრები

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, 4 ოქტომბრის მასშტაბურ აქციას შეუერთდნენ. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს.

პატიმარ თორნიკე გოშაძის დედამ, მარიზი კობახიძემ, განაცხადა, რომ მათი მიზანი მშვიდობიანი რევოლუციაა „ქართული დროშებით“, სადაც ოჯახებითა და შვილებით მივლენ. 

ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა ძალიან კარგი განცხადება და მოგვიწოდა მშვიდობიანი რევოლუციისკენ, სადაც, მან აღნიშნა, რომ ეყოლებოდა თავისი შვილები და ჩვენც ასევე მოგვიწოდა, რომ მივსულიყავით შვილებით, შილიშვილებით. ამის გამო, განცხადების გამო ლევან ხაბეიშვილი დღეს არის დატყვევებული ბიძინა ივანიშვილის მიერ, რადგან, სავარაუდოდ, ივანიშვილს ძალიან ეშინია ხმამაღალი საუბრის და მიუხედავად იმისა, რომ მან განაცხადა, რომ ეს იქნება მშვიდობიანი, ლამაზი, ქართული დროშებიც რევოლუცია, მათ მაინც ვერ გაიგეს ამ რევოლუციის შინაარსი, რევოლუციას ყველაფერს ეძახიან რაღაც საშიშროებას. ამიტომ ჩვენ, პატიმრების ოჯახის წევრები,  ყველა, რა თქმა უნდა, მოგიწოდებთ ყველას, საზოადოებას, მათ, ვინც დგახართ ჩვენს გვერდით, ვინც გვხვდებით ქუჩაში და გვიხუტებთ გულში ჩვენი შვილების გამო, შვილების, ძმების, ცოლების, რავიცი, დაპატიმრებულია თითქმის ყველა ქალი და კაცი. დაპატიმრებულები არიან სინდისის ბიჭები, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდნენ, დაპატიმრებულები არიან პოლიტიკოსები. ყველა ისინი, ვისიც ეშინია ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ, აქ საშიში არაფერი არ არის. ჩვენ ვიწყებთ მშვიდობიან რევოლუციას ქართული დროშებით! ეს იქნება ულამაზესი რევოლუცია, სადაც აუცილებლად გვეყოლება პატარა შვილებიც და შვილიშვილებიც. საზოგადოებას ვთხოვთ, დაგვიდგეს გვერდით და იყოს ჩვენთან ერთად 4 ოქტომბერს 16:00 საათზე. რუსთაველზე ვიკრიბებით და 5-ში უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება, - განაცხადა მარიზი კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები