პირველი ინტერვიუ თითქმის 2 მლრდ ლარი გათეთრების ბრალდებით დაკავებულის მამასთან
პირველი ინტერვიუ 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებული კახა კოტორაშვილის მამასთან.
კომპანია „ფინის“ მფლობელის ოჯახის წევრი ადასტურებს ინფორმაციას, რომ 49 წლის კაცს ხელბორკილები სავალუტო ჯიხურთან გუშინ, 16 სექტემბერს დაადეს. ჩხრეკა ჩატარდა ბიზნესმენის სახლშიც, საიდანაც დოკუმენტებია წაღებული.
ირკვევა, რომ დაკავებისას კახა კოტორაშვილთან ერთად მისი მეუღლეც იმყოფებოდა.
კოტორაშვილის მამა ირწუნება, რომ მისთვის უცნობია, იმ თანხის შესახებ რომლის გათეთრებასაც საგამოძიებო უწყება "ფინის" მფლობელს ედავება.
დაკავებულის უახლოესი ნათესავი "პირველებთან" აცხადებს, რომ არაფერი სმენია "ქართული ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსბებთან სავარაუდო გარიგების შესახებაც.
ბრალდებულის მამა ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ფული, რომელზეც პროკურატურა საუბრობს "სხვისი ფულია".
სახლში იყვნენ, მაგრამ ფული არ ჰქონდა და რას წაიღებდნენ? მეუღლეც ესქრებოდა (ჩხრეკას). სამსახურიდან აიყვანეს. ჩემი შვილი მე ხომ ვიცი, ვისთან რა ურთიერთობა აქვს და არასდროს მინხავას პრემიერთან და დანარჩენ პირებთან, - ამბობს დაკავებულის მამა.
ამასთან, "პირველებთან" ინტერვიუში კიდევ ერთი დეტალი ხდება ცნობილი, მამის მონაყოლის თანახმად, მისი ინფორმაციით, გამოძიება არ დაინტერესებულა კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელით. "ფინის" წილის მფლობელი კი ვინმე დაკავებულის ბიძაშვილი, ვახტანგ კოტორაშვილი.