გეკა გელაძე ჩინეთში იმყოფება

17.09.25 14:45
გეკა გელაძე ჩინეთში იმყოფება

"ქართული ოცნების"შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. როგორც უწყება წერს, გელაძე  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა მიიწვია. 

განცხადების თანახმად, "ოცნების" მინისტრი მონაწილეობს გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში, რომელიც ქალაქ ლიანიუნგანგში იმართება. გეკა გელაძე ფორუმს შს სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ესწრება. 

ფორუმის მთავარი თემაა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, რომელსაც მსოფლიოს 120 ქვეყნის ლიდერები განიხილავენ.

ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების პირველი პირები, ასევე გაეროს, ინტერპოლისა და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს შორის.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე დარახველიძე და შალვა თადუმაძე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები"- წერის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები