ელენე ხოშტარიასთვის პროკურატურა საპატიმრო გირაოს ითხოვს

17.09.25 14:57
ელენე ხოშტარიასთვის პროკურატურა საპატიმრო გირაოს ითხოვს

ელენე ხოშტარიასთვის პროკურატურა საპატიმრო გირაოს შეფარდებას ითხოვს - თუ სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, "დროას" ლიდერი ქალთა ციხეს იქამდე ვერ დატოვებს, ვიდრე ფულს არ გადაიხდის.  

არ არის გამორიცხული, ელენე ხოშტარიამ დაკისრებული სასჯელის პირობების შესრულებაზე უარი თქვას. ახლა ყველაფერი მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებაზე და ხოშტარიას პოზიციაზეა დამოკიდებული. 

ცნობისთვის, კოალიცია "ცვლილებისთვის" დაკავებულმა ლიდერმა ადვოკატის ყოლაზე უარი განაცხადა. ელენე ხოშტარიამ ასევე უარი განაცხადა სასამართლოზე დასწრებაზეც. თუმცა მოსამართლემ სავალდებულო დაცვა მოითხოვა და სასამართლოში სახაზინო ადვოკატი გამოიძახეს. ამის გამო სხდომა შეჩერებული იყო 

სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები