(სახაზინო) ადვოკატს არ ჰქონდა პროცესზე მონაწილეობის უფლება, რადგან ხოშტარიამ მას უარი უთხრა დაცვის განხორციელებაზე - ბესელია

17.09.25 17:02
(სახაზინო) ადვოკატს არ ჰქონდა პროცესზე მონაწილეობის უფლება, რადგან ხოშტარიამ მას უარი უთხრა დაცვის განხორციელებაზე - ბესელია

საპატიმრო გირაოზე ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ეს არის მისი ღირსების შემლახავი ფორმა, რათა მასზე ზეწოლა მოახდინონ - ამის შესახებ წინასწარი მოტავსების იზოლატორიდან გამოსულმა იურისტმა, ეკა ბესელიამ განუცხადა ჟურნალისტებს.

ბესელიამ ისაუბრა სავალდებულო სახით დანიშნულ ადვოკატზეც და თქვა, რომ დაკავებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ადვოკატს ხაზგასმით განუცხადა უარი, მისი დაცვის განხორციელებაზე, შესაბამისად ეკა ბესელია ამბობს, რომ სახაზინო ადვოკატს არ ჰქონდა მათ შორის არც პროცესზე დასწრების და მასში მონაწილეობის უფლება. 

ის არ შეიძლება მონაწილეობდეს სასამართლო პროცესში და გაახმოვანოს პოზიცია, რომელიც მას შეთანხმებული არ აქვს - აცხადებს ეკა ბესელია. 

სავალდებულო სახით დანიშნული ადვოკატი ბენია, რომელიც შემოვიდა საპატიმრო დაწესებულებაში, ერთი წუთიტაც კი არ გაჩერებულა ელენე მასთან, უთხრა, რომ არ ავქს უფლება მისი სახელით პროცესზე გამოვიდეს და უაკრძალა, რომელიმე საპროცესო ან საგამოძიებო, ან სასამართლო სხდომაზე მონაწილეობა აღკვეთი ღონისძიების განხილვის დროს და თუ ადვოკატი ახლა იქ პროცესში მონაწილეობს, ეს არის პირდაპირ დარღვევა დაცვის უფლების. არ შეიძლება ადვოკატი, როცა მას პირდაპირ ეუბნება დასაცავი პირი უარს დაცვის განხორციელებაზე, არ შეიძლება მონაწილეობდეს სასამართლო პროცესში და გაახმოვანოს პოზიცია, რომელიც მას შეთანხმებული არ აქვს. 

საპატიმრო გირაოს საკითხზე ელენეს აქვს მკვეთრად უარყოფითი პოზიცია და ამბობს, რომ ეს არის მისი ღირსების შემლახავი ფორმა, მისთვის სპეციალურად მოძებნილი, რომ მასზე ზეწოლა მოახდინონ", - აცხადებს ეკა ბესელია.  

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. ახლა კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის ზაჰესის იზოლატორიდან ქალთა ციხეში გადაიყვანენ. 

სხდომაზე დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო პროკურატურამ მოითხოვა.

სხდომას ესწრებოდა სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატიც, მიუხედადავ იმისა, რომ დაკავებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა მის დაცვაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, დღეს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სავალდებულო დაცვა მოითხოვა.

სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები