მოსამართლე მჭედლიშვილმა ნინო დათაშვილის პატიმრობა ძალაში დატოვა

17.09.25 16:57
მოსამართლე მჭედლიშვილმა ნინო დათაშვილის პატიმრობა ძალაში დატოვა

სამოქალაქო აქტივისტის, პედაგოგის ნინო დათაშვილის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. 

ადვოკატებმა ნინო დათაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვეს. შაუმდგომლობის საფუძველი ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა.  უფლებადამცველების თქმით, ტყვეობაში მყოფ პედაგოგს უჭირს გადაადგილება.

პროკურორების მტკიცებით, კვლავ არსებობს ნინო დათაშვილის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

შემდეგი სხდომა 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან. ბრალი მას სისხლს სამართლის კოდექსის 353/2 მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე ძალადობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.