პაპუაშვილი უკრაინის წინააღმდეგ: ომი აქვთ?! - იომონ! ეს საქართველოს ომი არ არის!

17.09.25 17:51
პაპუაშვილი უკრაინის წინააღმდეგ: ომი აქვთ?! - იომონ! ეს საქართველოს ომი არ არის!

შალვა პაპუაშვილი ჰექსოგენის საქმეზე უკრაინის სპეცსამსახურებს აკრიტიკებს. „ოცნების“ ლიდერი ამტკიცებს, რომ კიევი საქართველოს საფრთხის ქვეშ აყენებს და აღნიშნავს, ეს ომი საქართველოს არ ეკუთვნის, უკრაინამ კი საკუთარ პრობლემებს უნდა მიხედოს.

ვთქვათ, დავიჯერეთ ეს ვერსია, რომ უნდა გაეტანათ რუსეთში და უკრაინის სპეცსამსახურები ჩვენ არაფერს გვერჩოდნენ. 2.5 კგ ჰექსოგენი რომ იქნებოდა ავლაბრის კონკრეტულ მისამართზე, აი, შემთხვევით, განზრახვა ხომ არ ჰქონდათ, აი, შემთხვევით ხომ შეიძლებოდა, რარაც მომხდარიყო? შეიძლება შემთხვევით ის აფეთქდეს ზემოქმედების შედეგად, ან ის ტრაილერი გადაბრუნებულიყო და აფეთქებულიყო, ან იმ სახლში აფეთქებულიყო, მთელ ავლაბარს ხომ აიტანდა ცაში? აი, ამას გვიკეთებდა უკრაინის სპეცსამსახურები. ესეც რომ დავიჯეროთ, რო მიჰქონდათ რუსეთში, ჩვენ რას გადაგვეკიდნენ, კაცო? ომი აქვთ? იომონ! ხომ ამ ამბობენ, რომ ათასობით კილომეტრზე მიდის დრონები და ა.შ.? შეეშვან საქართველოს, შეეშვან საქართველოს ჩათრევას თავის ომში. ეს არ არის საქართველოს ომი, რომელსაც ისინი ეწევიან. როდესაც ჩვენ ომი გვქონია, მათ შორის რუსეთთან, არავინ არ ჩაგვითრევია, არც უკრაინელები, ომში და არავის ქვეყანა დაგვიყენებია რისკის ქვეშ, - ამბობს პაპუაშვილი. 

2025 წლის 10 სექტემბერს სუსმა დააკავა უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედებათ 2.4 კგ „ჰექსოგენის“ საქართველოში შემოტანა საბაჟო წესების დარღვევით. ჩხრეკისას ამოღებულია მობილურები, კომპიუტერი, ფული, სიმბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“. უკვე 12 სექტემბერს სუსმა დაანონსა ვერსია, რომ დაკავებულთა საქმე შესაძლოა 4 ოქტომბრის არჩევნებსა და ამ დღეს დაგეგმილ აქციასთან იყოს დაკავშირებული. ერთ-ერთი ბრალდებული, მიხაილ სკრუპსკი, ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს, თუმცა მისი ადვოკატი უარყოფს საქმესთან 4 ოქტომბრის კავშირს.

 

 

მსგავსი სიახლეები