ლალი მოროშკინა: "ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, სახელოვანი სპორტსმენები არიან დაპატიმრებული"
"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. სახელოვანი სპორტსმენები არიან დაპატიმრებული"- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, ლალი მოროშკინა დაკავებების სერიას.
- შიდა ქართლში უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის ამოღების შემდეგ შსს-ს მიერ დაკავებული დანაშაულში თანამონაწილე 7 პირიდან ერთ-ერთი ბიზნესმენი და ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია.
- დღეს, ასევე ოლიმპიური ჩემპიონი და "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური, იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით დააკავეს
გთხოვთ ყველას დაიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია.
ჯერ ბრალი არ დამტკიცებულა!
განსაკუთრებით ამაზრზენები ხართ ის ადამიანები, რომლებიც გიორგი კანდელაკის გაცნობას მთხოვდით, ფეხებში უვარდებოდით და მის გაშლილ სუფრებზე ჭამდით და სვამდით, ახლა კი პირველები გამოხტით და მიწაში დებთ!!!!
ტეხავს!
თუ ვინმემ კანონი დაარღვია, დაისჯება!
უბრალოდ ამდენი ბოღმა არაა საჭირო!" - წერს ლალი მოროშკინა.