პაპუაშვილი არ პასუხობს კითხვას, ისურვებდა თუ არა ღარიბაშვილი "ოცნებაში" დაბრუნდეს

17.09.25 18:12
პაპუაშვილი არ პასუხობს კითხვას, ისურვებდა თუ არა ღარიბაშვილი "ოცნებაში" დაბრუნდეს

შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, ისურვებდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის "ქართულ ნოცნებაში" დაბრუნებას, არ უპასუხა. 

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ის პოლიტიკიდან წავიდა. შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა - "ვისურვებდი, რომ ყველა საკუთარი სურვილის შესაბამისად მოქმედებდეს".

"ქართული ოცნების" წევრმა უპასუხოდ დატოვა კითხვა, როდის ჰქონდა ექს-პრემიერთან კომუნიკაცია.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის შეფასება არაერთხელ მოგისმენიათ, მას გადამწყვეტი როლი ჰქონდა იმ პროცესში, რომ საქართველო არ ჩათრეულიყო ომში. 

ირაკლი ღარიბაშილმა თავისი გადაწყვეტილება გაგაცნოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ის პოლიტიკიდან გასული არის. მე ვისურვებდი, რომ ყველა საკუთარი სურვილის შესაბამისად მოქმედებდეს.

ირაკლი ღარიბაშილის დიდი დამსახურებაა იმაში, რომ "დიფ სთეითმა" ვერ შეძლო საქართველოს ჩათრევა ომში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი ქვეყნის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, არა მხოლოდ რეიტინგის მხრივ, არამედ ისედაც, საქართველო არის წამყვანი ამ მხრივ [კორუფციასთან ბრძოლის მხრივ], მაგრამ კორუფციის ნაკლებობა არ გულისხმობს კორუფციის არარსებობას," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.