საინტერესოა ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული - კობახიძე ფულის გათეთრების საქმეზე

17.09.25 19:06
საინტერესოა ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული - კობახიძე ფულის გათეთრების საქმეზე

"საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული," - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრის განცხადებით, ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს ბოლომდე უნდა ჩაყვეს. 

ეს არის ძალიან  მნიშვნელოვანი საქმე და შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ საქმეს ჩავყვეთ ბოლომდე. საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი და ა.შ. ბოლომდე უნდა ჩაყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს," - განაცხადა კობახიძემ. 

ცნობისთვის, "პირველებმა" დაადგინა კომპანია, რომლის შეფიც ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. კომპანია "ფინის" 49 წლის მფლობელს, კახა კოტორაშვილს პროკურატურა 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრებას ედავება.

"პირველებისთვის" ასევე ცნობილი ხდება, რომ გამოძიება დაკავებულის მხრიდან იმ ადამიანების გვარების დასახელებას ელოდება, ვისაც მისთვის მილიონები გასათეთრებლად მიჰქონდა. ირკვევა, რომ დაკავებული და მისი კომპანია გამოიყენეს ამ სქემისთვის, ხოლო მილიარდ ლარზე მეტი თანხა სხვას ეკუთვნოდა.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებას დაკავებულის ინიციალებიც კი არ გაუსაჯაროვებია. არ გავრცელებულა არც დაკავების კადრები. 

მსგავსი სიახლეები