ირაკლი ღარიბაშვილის ბუნდოვანი მომავალი - სად არის ექს პრემიერი?

17.09.25 19:27
ირაკლი ღარიბაშვილის ბუნდოვანი მომავალი - სად არის ექს პრემიერი?

იძებნება ირაკლი ღარიბაშვილი - ყოფილი პრემიერი, რომლის კვალზე გასვლას გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებები  ჩქარობენ.

სიჩქარე ყველა დეტალში ეტყობათ - ბრიფინგს ბრიფინგზე მართავენ. ხან ვის იჭერენ, ხან ვის. ყველა დაკავებულის კვალი კი ბოლოს ყოფილ პრემიერამდე მიდის.

როცა მარტივად შეუძლია ყველაფერი უარყოს და სპეკულაციები თავად დაასრულოს, ირაკლი კობახიძე ისევ უფრო მეტი კითხვების გაჩენას არჩეს: თან ამბობს, რომ "ღარიბაშვილმა ქვეყნისთვის ბევრი გააკეთა", თუმცა აქვე ბევრ ბუნდოვანებასაც ტოვებს.

ღარიბაშვილის დღეს ბევრი ქებისგან პაპუაშვილმაც თავი შეიკავა. ექს-პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნების სურვილზე დასმული კითხვაზეც არ იყო პირდაპირი პასუხი. 

რიგითები კი პროცესებს გვერდიდან აკვირდებიან. ექს პრემიერის გაურკვეველი მდგომარეობის გამო, "ოცნების" წევრები მასზე  საუბრისგან  თავს იკავებენ.  ჯერ არ იციან, რა განაჩენი გამოუტანა ივანიშვილმა ღარიბაშვილს, ამიტომ ახლა რიგითებისთვის დუმილს ოქროს ფასი აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილის ბუნდოვანი მომავალი - თათია წოწონავას სპეციალური რეპორტაჟი