58 მილიარდი რუბლი, რომელიც საქართველოში შემოტანის შემდეგ დოლარად იქცა - საუკუნის თაღლითობის საქმის ექსკლუზიური დეტალები
საუკუნის თაღლითობის საქმის მთავრი ფიგურანტის მამა გაოგნებას ვერ მალავს. ამ დრომდე კახა კოტორაშვილის ოჯახისთვის გაუგებარია, ვისი ფულის გათეთრებას ედავებიან 49 წლის კაცს. "პირველებმა" დღეს იპოვა ბრალდებული, ვის ვინაობასაც საგამოძიებო უწყება საგულდაგულოდ მალავდა. კაცი, რომელიც სოფელ დიღომში ცხოვრობს, სავარაუდოდ სხვის ფულს ათეთრებდა. ახლა მთავარი კითხვაა, იტყვის თუ არა ვის მიჰქონდა მასთან შავი ფული ჩანთით.
რეკორდული რაოდენობის ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული კახა კოტორაშვილი კომპანია "ფინის" 90% ის მფლობელია, 10% ფლობს ვახტანგ კოტორიაშვილი, რომელიც არ დაუკავებიათ. მისი ნათესავები ამბობენ, კოტორაშვილი თემქაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და შეუძლებელია, რაიმე კავშირი ჰქონოდა ასეთი ოდენობის თანხასთან.
თბილისი, თამარ მეფის 32 - გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამ მისამართზე მდებარე კომპანიაში თეთრდდებოდა ასობით მილიონი დოლარი. ეს ოფისი ახლა დალუქულია. თვითმხილველები ყვებიან, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის 49 წლის მფლობელი სპეცოპერაციით დააკავეს.
ახლა მთავარი კითხვაა ვისი ფული მიჰქონდათ ჩანთებით სავალუტო ჯიხურში და ვინ მფარველობდა ფულის გათეთრების სქემას. პროკურატურა ირწმუნება რომ მილიონები რომელსაც კომპანია "ფინის" საშუალებით ათეთრებდნენ, საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან სამალავებით შემდიოდა.