ელენე ხოშტარია ბრძოლას ციხიდან აგრძელებს - რატომ არ იხდის პოლიტიკოსი გირაოს?

17.09.25 20:27
ელენე ხოშტარია ბრძოლას ციხიდან აგრძელებს - რატომ არ იხდის პოლიტიკოსი გირაოს?

კალაძის ბანერზე საკანცელარიო მარკერით დაწერილი სიტყვა "რუსული ოცნება" ელენე ხოშტარიას პატიმრობის ფასი დაუჯდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ხოშტარია ციხეში გაუშვა, ვიდრე გირაოს თანხას - 5 000 ლარს არ გადაიხდის. ხოშტარიას საქმე არსენ კალატოზიშვილმა ისე განიხილა, რომ არც ხოშტარია და არც მისი ადვოკატი პროცეს არ ესწრებოდნენ. პოლიტიკოსის ოჯახი ამბობს, რომ ელენე ხოშტარია გირაოს არ გადაიხდის და ეს არის მისი გააზრებული გადაწყვეტილებაა.

წერილში, რომელიც ელენე ხოშტარიამ ციხიდან გამოაგზავნა ამბობს, რომ ციხეში წავა და გირაოს, რომელიც უკანონოდ დააკისრეს, არ გადაიხდის. ის მოუწოდებს, ყველას არ გადაიხადონ თანხა მის ნაცვლად. ელენე ხოშტარიას პროცესზე მხოლოდ სახაზინო ადვოკატი წარმოადგენდა, დაკავებული პოლიტიკოსი, დღეს, იძულების წესით დანიშნულ ადვოკატს არ შეხვდა, თუმცა ირაკლი ბენია სასამართლოში წავიდა და ხოშტარიას სახელით პროცესზე გამოვიდა, რაც იურისტების შეფასებით უკანონობაა. 

საპატიმრო გირაოს 20 დღის ვადაში კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი არ გადაიხდის, შესაბამისად გამოდის, რომ ხოშტარია ციხეში დარჩება. კოალიციის წევრები ფიქრობენ, რომ ქალი პოლიტიკოსის დასაკავებლად სისტემა მიზეზს ეძებდა, ახლა კი ცდილობენ საჩვენებელი დაკავებებით ხალხი დააშინონ. 

დეტალები ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში