"ოცნების" მაქებართა შავი ბიზნესი - ვინ მფარველობდა იატაკქვეშა საქმიანობას?

17.09.25 20:34
"ოცნების" მაქებართა შავი ბიზნესი - ვინ მფარველობდა იატაკქვეშა საქმიანობას?

პროპაგანდისტული ტელეარხის, "სეზონი TV"-ის  მფლობელს და "ქართლი ოცნების" სტაჟიან მხარდამჭერს, ხელბორკილები ფინანსური დანაშაულის გამო დაადეს. ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, გიორგი კანდელაკს გორში, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა ჰქონდა. შოტლანდიური ვისკიდან დაწყებული, რუსული არყით დამთავრებული, ყველა სასმელს აქ ასხამდნენ.  „ბელუგა“, „ბელვედერი“, „ჩივას რიგალი“ ჩხრეკაზე შესულ გამომძიებლებს აქ 75 აღასი ბოთლი უაქციზო და ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი დახვდათ. 

მსოფლიო ჩემპიონის ქარხანა, შიდა ქართლში ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, პრორუსი ბიზნესმენი უკანონო საქმიანობას წლების განმავლობაში სწორედ ამ შენობაში ხელმძღვანელობდა. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან ამოიღეს, 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი „KARELIA”, სავარაუდო თამბაქოს აქვე ფუთავდნენ რადგან ადგილზე მისულ გამომძიებლებმა ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს სიგარეტის შეფუთვისთვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.

გამოძიება ამტკიცებს, რომ გიორგი კანდელაკი მრტო არ მოქმედებდა, დაკავებული ქართული "ოცნების" დეპუტატი ბორია გოგიჩაიშვილი, ის გორის საკრებულოში, ივანიშვილის პარტიის წევრია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ფართი, სადაც არალეგალური წარმოება აღმოაჩინეს, სწორედ გოგიჩაიშვილის საკუთრებაა. ოფიციალური მონაცემებით მან 2019 წელს  „ქართულ ოცნებას“ 100 000 ლარი შესწირა. 

ოცნების მაქებართა შავი ბიზნესი  - ირაკლი ბახტაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები