"ისინი ივანიშვილის წინააღმდეგ წამსვლელები არ არიან და ვერ არიან" - დავით უსუფაშვილი ღარიბაშვილი-ლილუაშვილზე

17.09.25 22:55
"ისინი ივანიშვილის წინააღმდეგ წამსვლელები არ არიან და ვერ არიან" - დავით უსუფაშვილი ღარიბაშვილი-ლილუაშვილზე

"ისინი ივანიშვილის წინააღმდეგ წამსვლელები არ არიან და ვერ არიან" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა და ღარიბაშვილსა და ლილუაშვილზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ღარიბაშვილი-ლილუაშვილი ელოდებიან მომენტს, როდესაც ივანიშვილთან კიდევ ერთხელ მივლენ და ეტყვიან - "აი ხედავ? ვინ არის შენი ერთგული". 

დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილის გარშემო უერთგულეს ადამიანთა შორის დიდი მიგრაცია ხდება.  

ჯერ-ჯერობით, თუ რაღაცა ანალიზს გავაკეთებთ, მე მგონია, რომ ეს ხალხი იმ მომენტს ელოდება, როდესაც ბიძინასთან კიდევ ერთხელ და საბოლოოდ მივლენ და ეტყვიან - აი ხედავ? ვინ არის შენი ერთგული. აქ გუნდებს შორის დაპირისპირებაა, ისინი ივანიშვილის წინააღმდეგ წამსვლელები არ არიან და ვერ არიან იმიტომ, რომ ჯერ კიდევ სჯერათ, რომ კიდევ ერთხელ შესაძლებელი იქნება მის ფრთებქვეშ შეყუჟვა. 

მაგრამ ამ ინტერესებს და პერსონალურ რაღაცებს აქვს ზღვარი, არ დაგვავიწყდეს რიჟვაძის შემთხვევაც, რომელიც კინაღამ დიდი ტრაგედიით დასრულდა. ფაქტია, რომ მის [ივანიშვილის] გარშემო უერთგულეს ადამიანთა შორის ხდება დიდი მიგრაცია და ჩანაცვლება," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.