ბიძინას კობახიძის გაშვება გადაწყვეტილი აქვს, ოლიგარქს მომავალ პრემიერად ქალი უნდა - ირაკლი ნადირაძე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს თანამდებობიდან უშვებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი მომავალ პრემიერ-მინისტრად ქალს განიხილავს.
მისივე თქმით, მიუხედავად ივანიშვილის გათვლებისა, ახალ მთავრობას 4 ოქტომბერს გამარკვებული ხალხი აირჩევს:
ეჰ, რა ტყუილად წვალობს ირაკლი კობახიძე... რომ იცოდეს საკუთარი თავი შეეცოდებოდა.
გადაწყვეტილი აქვს ბიძინას მისი გაშვება. ოლიგარქს მომავალ პრემიერად ქალი უნდა.
არ გაჩერდება ინფოს მდინარე, ბიძოს გუნდიდან გამომდინარე
ოცნება ჩამოშლილია! 4 ოქტომბერს იმარჯვებს ხალხი! პრემიერსაც და მთავრობასაც აირჩევს და დანიშნავს გამარჯვებული ქართველი ხალხი"- წერს ირაკლი ნადირაძე.