თინა ბოკუჩავამ წამყვანი ამერიკული ანალიტიკური ცენტრის American Enterprise Institute მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა - ენმ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ წამყვანი ამერიკული ანალიტიკური ცენტრის American Enterprise Institute მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, ისაუბრეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ასევე ძალიან ბევრი კითხვები იყო „მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაზე და მის როლზე საქართველოს დემოკრატიზაციაში“.
“ American Enterprise Institute” - ეს არის წამყვანი ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ამერიკაში, განსაკუთრებით რესპუბლიკელი ისთაბლიშმენთისთვის და ჩვენ დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო ლექცია, დისკუსია იკასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ საქართველო არსებული კრიზისიდან, რომელიც “რუსულმა ოცნებამ” შექმნა , რომელიც თანამშრომლობს ოკუპანტ რუსეთთან კომუნისტურ ჩინეთთან, ირანთან, რომელსაც მტრად აღიარებს აშშ და რომელმაც საქართველო მთლიანად ჩამოაშორა ევროატლანტიკურ კურსს. ვისაუბრეთ იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს აშშ-ს მხრიდან და დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ქართველი ხახლის პროტესტი გამოიღებს შედეგს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამაზე მუშაობენ, განსაკუთრებით აშშ და მე ძალიან ამაყი ვარ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სახელით წარმოვადგენთ პროდემოკრატიულ ძალებს და იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის აქ ამერიკაში. ვისაუბრეთ ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ძალიან ბევრი კითხვები იყო მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაზე და მის როლზე საქართველოს დემოკრატიზაციაში და ზოგადად რეგიონში, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ ის არის პუტინის პირადი პატიმარი, იმიტომ რომ მან გაბედა და წინააღმდეგობა გაუწია პუტინს, შეინარჩუნა ქართული სახელმწიფო, ქართული სახელმწიფო დღეს არის გადასარჩენი, რომელიც აუცილებლად გადარჩება ჩვენი ძალისხმევით და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარებით და უპირველეს ყოვლისა ეს არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი - ამერიკის შეერთებული შტატები.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
“ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში.