ევროკომისიის პრესსპიკერი: შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლითა და ევროკავშირის გზისგან დაშორებით
შეშფოთებული ვართ საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლითა და ევროკავშირის გზისგან დაშორებით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, გიუმ მეღსიმ განაცხადა.
გიუმ მეღსის ჟურნალისტმა ჰკითხა, სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში რატომ არ ჩადის ევროკომისარი მარტა კოსი საქართველოში, სწორედ მაშინ განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა, რომ "საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის პოზიცია ცნობილია".
უპირველეს ყოვლისა ვისაუბრებ ევროკომისარ მარტა კოსის ვიზიტის შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთში. ეს რეალურად უნდა განიხილებოდეს, ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო პროცესის კონტექსტში. ახლა ნამდვილად გადამწყვეტი მომენტი არის სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის და ევროკომისარი კოსი ამიტომაც ჩადის რეგიონში. კოსი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს იმის დასადასტურებლად, რომ ევროკავშირი მტკიცედ არის ერთგული სამშვიდობო პროცესის და სრული რეგიონული ნორმალიზაციის. მისი ძლიერი გზავნილი ჩვენი მხრიდან იქნება შესაძლებლობა, რომ გავაძლიეროთ ევროკავშირის თანამშრომლობა რეგიონში და უფრო კონკრეტულად, შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში, ჩვენი დაკავშირებადობის დღის წესრიგის კონტექსტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვჯერა, რომ ეს იქნება კონტრიბუცია რეგიონისა და მოსახლეობისთვის. რაც შეეხება სიტუაციას საქართველოში, ჩვენი პოზიცია ცნობილია და ეს რამდენჯერმე ვთქვით, რომ სერიოზულად ვართ შეშფოთებულები ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლით, და ქვეყნის კიდევ უფრო დაშორებით ევროკავშირის გზისგან", - განაცხადა გიუმ მეღსიმ.