ხე წაიქცა, ხალხო, რა გჭირთ? - რა პასუხი აქვს კალაძეს ვაკის პარკზე
ხე წაიქცა, ხალხო, რა გჭირთ? ბუნებაა - ხან ხე წაიქცევა, ხან ბალახი ამოვარდება, ხან რაღაც დაზიანდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ვაკის პარკში ხის წაქცევის ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ზოგიერთი პროცესის პრევენცია არ არსებობს - "ხან ხე წაიქცევა, ხან რაღაც დაზიანდება".
ადგილზე არავინ ყოფილა. რა თქმა უნდა, მერია შემოწმებას ახორციელებს, თუმცა სამწუხაროდ, ხდება ხოლმე. ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა - ხან ხე წაიქცევა, ხან რაღაც დაზიანდება. გვაქვს ამის კადრები და მიმდინარეობს მეთვალყურეობა.
ნუ გაავრცელებთ სიცრუეს და ტყუილს. ჩვენი შესაბამისი სამსახურები სკვერებისა და პარკების მოვლა-პატრონობას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ.
რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტები ცუდია, მაგრამ ბუნებრივი პროცესები ხდება, რომლის პრევენციაც არ არსებობს," - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ვაკის პარკში ფანჩატურს, სადაც ბავშვები თამაშობდნენ და ღია გაკვეთილი მიმდინარეობდა, ხე დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.