წილოსანი ყველას დასჯას ითხოვს, ვინც "მშვიდობიან დამხობაზე" საუბრობს

18.09.25 16:18
წილოსანი ყველას დასჯას ითხოვს, ვინც "მშვიდობიან დამხობაზე" საუბრობს

ნინო წილოსანი ყველას დასჯას ითხოვს, ვინც "მშვიდობიან დამხობაზე" საუბრობს - "ოცნების" წევრი ამტკიცებს, რომ "მშვიდობიანი დამხობისკენ" მოწოდება კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა, რომელიც მისი თქმით, კანონით ისჯება. 

ვინც ამგვარ მოწოდებას ან მცდელობას განახორციელებს, შესაბამისად იყოს კანონით დასჯილი - ამბობს წილოსანი. 

„ყველა ის პოლიტიკური ე.წ. პარტია, თუ ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ შეიძლება „მშვიდობიანი დამხობა“ და „ლამაზი რევოლუცია", ანტიკონსტიტუციურ და კანონსაწინააღმდეგო მოწოდებას აკეთებს...

"მშვიდობიანი დამხობისკენ" მოწოდება არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც ისჯება კანონით - მოვითხოვ, ყველა ადამიანი, ვინც ამგვარ მოწოდებას ან მცდელობას განახორციელებს, შესაბამისად იყოს კანონით დასჯილი.“- აცხადებს წილოსანი