თორნიკე რიჟვაძის საქმეში დევს იარაღიდან გასროლის ტრაექტორიის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა
ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში თორნიკე რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი უფროსის, ალექსანდრე ახვლედიანის პროცესი მიმდინარეობს - დღეს მხარეებმა შესავალი სიტყვები უნდა წარმოთქვან. ასევე უნდა გაირკვეს, ვინ იქნებიან ის მოწმეები, რომლებმაც ჩვენება უნდა მისცა რიჟვაძის საქმეზე. სხდომას ასევე ესწრება თავად ალეკო ახვლედიანიც.
"პირველებმა" გაარკვია, რომ საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ტრაექტორიის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველს" ალეკო ახვლედიანის ადვოკატი, ლალი აფციაურიც უდასტურებს, თუმცა უფლებადამცველი დეტალებზე არ საუბრობს და არ ამბობს, რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში.
აფციაურის თქმითვე, საქმეში დევს ვიდეოჩანაწერებიც, რომელიც საზოგადოებას ამ დრომდე არ უნახავს.
ჩატარებულია ექსპერტიზა, მათ შორის რაც თქვენ გაინტერესებთმ, ტრაექტორიაც დადგენილია, ყველაფერი კარგად ჩანს" - ამბობს აფციაური.
"პირველების" კითხვაზე, ჩანს თუ არა კადრებში, რომ თორნიკე რიჟვაძემ თავად მიიყენა თვითდაზიანება, ალეკო ახვლედიანის ადვოკატი ამბობს, რომ "ეს კადრი არსად არ არის".
ეს კადრი არსად არ არის. ოთახში კამერა არ არის. კამერები ეყენა გარე პერიმეტრზე, ეზოში, ეზოს კადრებს რებდა, სადაც ხდებდოა ამ ადამაინებსი შეხვხედრა", - აცხადებს ლალი აფციაური.
- ცნობისთვის, ალექსი ახვლედიანს გამოძიება ცეცხლასასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.
პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.