"კლანებს შორის ანგარიშსწორებით არიან დაკავებულები" - ზურაბიშვილი "ოცნებაზე"

18.09.25 17:21
"კლანებს შორის ანგარიშსწორებით არიან დაკავებულები" - ზურაბიშვილი "ოცნებაზე"

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში "ქართულ ოცნებაში" შიდა კლანური დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, ისინი ერთმანეთს სახელმწიფო ფულის მოპარვაში ადანაშაულებენ - "დიდი დაბნეულობაა". 

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ "ოცნების" წევრები კლანებს შორის ანგარიშსწორებით არიან დაკავებულები, დანარჩენ მოსახლეობას კი ძალადობით, რეპრესიებით და ყველაფრით უსწორდებიან, რაც კი წარმოუდგენიათ. 

ჩვენ გვყავს მმართველი პარტია, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ ათეულობით ადამიანამდეა შემცირებული, მაგრამ ყველაფერს აკონტროლებს, ყველა ინსტიტუტს, ყველა მუნიციპალიტეტს, ადგილობრივ ორგანოებს.

მაგრამ ამავდროულად, ისინი ახლა ერთმანეთს კრიმინალური დაჯგუფებებივით უპირისპირდებიან. ამიტომ, ბევრი გაუგებრობებია. ისინი ერთმანეთს ადანაშაულებენ სახელმწიფო ფულის მოპარვაში, ასობით მილიონზეა საუბარი - წარმოუდგენელი თანხებია.

ასე რომ მმართველ პარტიაში, რომელიც ქვეყანას არ მართავს, დიდი დაბნეულობაა. ისინი ერთმანეთთან კლანებს შორის ანგარიშსწორებით არიან დაკავებულები, დანარჩენ მოსახლეობას კი ძალადობით, რეპრესიებით, სიძულვილის ენით, სამსახურიდან გათავისუფლებით და რაც კი წარმოუდგენიათ ყველაფრით უსწორდებიან," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.