ვინ აჩუქა ხამზათ ჩიმაევს FERRARI? - [კალაძის განმარტება]

18.09.25 17:16
ვინ აჩუქა ხამზათ ჩიმაევს FERRARI? - [კალაძის განმარტება]

თბილისის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ რამზან კადიროვის მეგობრის, MMA-ს ჩეჩენი მებრძოლის, ხამზატ ჩიმაევისთვის FERRARI მას არ უჩუქებია.

მერის თქმით, ხამზატ ჩიმაევისთვის ძვირადღირებული ავტომობილი საბა მიქავამ აჩუქა, რომელიც ავტოსალონ "ფორცა თბილისის" მფლობელია.

როგორც კალაძემ მედიასთან განმარტა, წალენჯიხაშიც მისი მანქანით წავიდა და თავადაც მიქავას FERRARI-ზე იჯდა 10-15 წუთით.

"[ხამზათ ჩიმაევისთვის] Ferari მე არ მიჩუქებია. გულწრფელად გეტყვით, რაც მოხდა სინამდვილეში. გეცოდინებათ საბა მიკავა, რომელიც ავტოსალონ "ფორცა თბილისის" მფლობელია. სხვათა შორის, წალენჯიხაში სწორედ მისი კუთვნილი ავტომანქანით ვიყავით. ადამიანმა იშრომა, იწვალა, გაუჩნდა შესაძლებლობები, რომ ეს ლურჯი FERRARI ეყიდა. მე სულ რაღაც 10-15 წუთი დავჯექი მის საჭესთან და დაიწყეთ საუბარი, რომ მე მეკუთვნის. ახლა კი, იწვალა, თავის მეგობრებთან ერთად რაღაცები შეაგროვა, რომ ჩიმაევისთვის ავტომანქანა ეჩუქებინა და ყველა ამბობს, რომ თითქოს მე ვაჩუქე. ბიჭმა ამდენი იწვალა, ყველაფერზე რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო, FERRARI-ს ყოლაზე თქვეს, კალაძისააო. მანქანა აჩუქა, კახამ აჩუქაო, გამოვიდა და თქვა ჩემს ბედს", -აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოში ჩამოსულ ხამზათ ჩიმაევს თბილისში FERRARI აჩუქეს. ვიდეო 16 სექტემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა: "კეთილი იყოს შენი თბილისში ჩამოსვლა ჩემი ძმაო". 

მსგავსი სიახლეები