ეკოლოგიური კატასტროფა ხარაგაულში - "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერების ბრიფინგი

18.09.25 17:43
ეკოლოგიური კატასტროფა ხარაგაულში - "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერების ბრიფინგი

ხარაგაულში, სოფელ ლაშერში, სადაც სავარაუდოდ მეწყრული პროცესებია გააქტიურებული, "ლელო - ძლიერი საქართველოს" ვიცე-მერობის კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე ჩავიდნენ და ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს. 

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ხარაგაულს "ცნობილი მექრთამე, მთქვლეფავი მერი, კობა ლურსმანაშვილი ჰყავს". 

მისი თქმით, ხარაგაულში მოსახლეობის მთავარი პრობლემა გაურკვევლობაა, რადგან ადგილობრივებს არავინ არაფერს ეუბნება - "არ იციან, ვინ გაყავთ ამ სოფლებიდან, ვინ არ გაყავთ, კომპენსაციას აძლევენ, არ აძლევენ". 

მთავარი პრობლემა, დავდიოდით სოფელში და ხალხს ველაპარაკებოდით, მთავარი პრობლემა ამ ბედოვლათების და მავნებლების, განსაკუთრებული მავნებელი ჰყავს ხარაგაულს მერად, კობა ლურსმანაშვილი, ცნობილი მექრთამე, მთქვლეფავი, მის ძმასთან ერთად, რომ გადაჭამა მთელი ხარაგაული. 

მთავარი პრობლემა რა აქვს ხალხს - გაურკვევლობა. არ იციან, ვინ გაყავთ ამ სოფლებიდან, ვინ არ გაყავთ, კომპენსაციას აძლევენ, არ აძლევენ, რამდენს აძლევენ, რამდენს არ აძლევენ. გზა გაიყვანეს, რაღაცა ფართხა-ფურთხით გაჭრილი გზა არის, 22 კმ-თი დაგრძელდა ეს გზა იმიტომ, რომ გზა შეჭამა და ჩაითრია მეწყერმა. ის გზა გზას არ გავს. ახლა წვიმები დაიწყება, ზამთარი მოდის, ხალხი არის პირდაპირ დარჩენილი ქუჩაში. არავინ არაფერს არ ეუბნებათ," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.