თორნიკე რიჟვაძის საქმე - ცნობილია, ვისი დნმ ამოვიდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საწერ კალამზე

18.09.25 17:45
თორნიკე რიჟვაძის საქმე - ცნობილია, ვისი დნმ ამოვიდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საწერ კალამზე

თორნიკე რიჟვაძის საქმე - ცოტა ხნის წინ საქალაქო სასმაართლოში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის პროცესი მიმდინარეობს, პროკურატურამ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, საძინებელი ოთახიდან, სადაც რიჟვაძე იმყოფებოდა, ამოღებულ საწერ კალამზე თორნიკე რიჟვაძის დნმ ამოვიდა. ასევე, ცეცხლსასროლ იარაღზე კი შერეული, ანუ თორნიკე რიჟვაძისა და ალექსი ახვლედიანის დნმ ამოვიდა.

პროცესს ესწრება ბრალდებული ალექსი ახვლედიანი. ალექსი ახვლედიანმა სასამართლო პროცესზე დააფიქსირა პოზიცია, რომ ამ საქმეზე თორნიკე რიჟვაძის დაკითხვა მნიშვნელოვანია.

პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ  7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.

საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.