რა მისიით იმყოფება გეკა გელაძე ჩინეთში - რას ამბობს კობახიძე

18.09.25 18:13
რა მისიით იმყოფება გეკა გელაძე ჩინეთში - რას ამბობს კობახიძე

რა აქვს "ოცნებას" ჩინეთთან სალაპარაკო და რა მისიით იმყოფება გეკა გელაძე ჩინეთში - ეს კითხვა დღეს სამეგრელოში მყოფ ირაკლი კობახიძეს "პირველებმა" დაუსვა.

"ოცნების" პრემიერი ირწმუნება, რომ მათი გუნდის შინაგან საქმეთა მინისტრი ჩინეთში ოფიციალური ვიზით იმყოფება და რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება მათი პრიორიტეტტა. 

აქ დასამალი არაფერია, პირიქით, აბსოლუტურად ღიად გაცხადებული ვიზიტია, ის იმყოფება ჩინეთში. ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩინეთთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფება ჩინეთში. მნიშვნელოვანი ვიზიტია და ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით ამ ვიზიტის შედეგებს", - აცხადებს კობახიძე. 

"პირველებმა" კობახიძეს ჰკითხა, თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო გელაძის შეხვედრა, რატომ არ გამოაქვეყნა ეს შსს-მ თავის გვერდზე მაშინვე, როცა სხვა შეხვედრებს მალევე აქვეყნებენ და ასევე შეხვდა თუ არა მინისტრი ჩინეთში რუს წარმომადგელნებს.

"მე არ ვიცი, გამოქვეყნდა თუ არა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რუსები არაფერ შუაში არიან, რადგან ეს იყო ოფიციალური შეხვედრა იყო", - განაცხადა კობახიძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.