მნიშვნელოვანია დაიკითხოს თორნიკე რიჟვაძე...როგორც ვიცი, კამერებში არ ჩანს, როგორ იღებს იარაღს - ალექსი ახვლედიანი
„რა თქმა უნდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაიკითხოს თორნიკე. ასევე ადამიანებისთვისაც, რათა სრულად ამომწურავი სურათი იყოს“ - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალეკო ახვლედიანმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ახვლედიანი ამბობს, რომ გამამართლებელი მოლოდინი აქვს.
„არც ერთ ეპიზოდში არ ვთვლი, რომ იარაღი დაუდევრად შევინახე, გამორიცხულია. გამამართლებელი მოლოდინი მაქვს და ამაზე ბოლომდე ვიბრძოლებ".
"პირველების" ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ არ საჯაროვდება სათვალთვალო კამერების ჩანაწერები:
„ვერ გეტყვით. მე არ მაქვს ეს კადრები. რა უნდა ჩანდეს. მე როგორც ვიცი, არ ჩანს როგორ იღებს იარაღს. კამერები სხვანაირად იყო. მე ვერ ვასაჯაროებ“,- უპასუხა ახვლედიანმა.
რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძესთან ურთიერთობას, ახვლედიანმა განმარტა, რომ კომუნიკაცია აკრძალულია ფსიქოლოგების რეკომენდაციით.
მისივე თქმით, ის აჭარის ყოფილი მეთაურის მეუღლეს 10 დღის წინ ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ კურნალობა მიმდინარეობს.
მან ასევე აღნიშნა, რომ რიჟვაძე მისი უახლოესი მეგობარი იყო და არ დაუფიქსირებია რაიმე სახის ზეწოლის ფაქტი. ახვლედიანის თქმით, არც თორნიკე რიჟვაძის მამის მხრიდანაც ყოფილა ინფორმაცია რაიმე ზეწოლაზე.
თორნიკესთან საერთოდ არ მქონია კომუნიკაცია იმიტომ, რომ აკრძალულია. მე კი არ ამიკრძალეს, როგორც ვიცი ფსიქოლოგებმა 2 თვიანი ვადა მოითხოვეს მკურნალობის ციკლის დამთავრებამდე. თორნიკეს მეუღლეს ვესაუბრე, დაახლოებით 10 დღის წინ.
თორნიკე ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი იყო. მართლა არა მარტო მეგობარი მე-4 შვილივით მყავდა, მას რომ რამე სხვანაირი ზეწოლა ჰქონოდა, რასაც თქვენ გულისხმობთ, აუცილებლად მეცოდინებოდა. დამერწმუნეთ, მსგავსი საუბარი არ ყოფილა“.- განაცხადა ახვლედიანმა.
"ტვ პირველის" ჟურნალისტმა ახვლედიანს ასევე ჰკითხა, თუ აქვს ინფრომაციას სრლის ტრაექტორიასთან დაკავსირებულ ექსპერტიზაზე, რაზეც მან უპაუხა, რომ "არ აქვს".
პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.