ახალი სანქცია "ოცნების" ჩინოვნიკებს - ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი ჩეხეთთან გაუქმებულია

18.09.25 20:49
ახალი სანქცია "ოცნების" ჩინოვნიკებს - ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი ჩეხეთთან გაუქმებულია

საქართველოს ოფიციალური პირებს დღეიდან ჩეხეთში გასამგზავრებლად ვიზის მოთხოვნა მოუწევთ. მთავრობის წევრებს, პარლამენტარებს, მოსამართლეებს - ყველას, ვინც ამ დრომდე დიპლომატიური პასპორტი სარგებლობდა, პრივილეგიები ჩამოერთვათ. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ეს პასუხია ოცნების ძალადობრივ და ანტიდასავლურ პოლიტიკაზე. 

ირაკლი კობახიძე დღეს ცდილობდა უპრეცედენტო გადაწყვეტილება ორდინალურ ნაბიჯად წარმოეჩინა. არადა შეზღდუვები რომ მუშაობს და მათ ეს აწუხებთ, ეს ცოტა ხნის წინ თავადვე დაადასტურა.

უვიზო მიმოსვლის შეჩერება დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის მხოლოდ ერთი ბერკეტია, რომელსაც ევროპა საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხის გასაზრდელად იყენებს. ქართულ ოცნებასთან პოლიტიკური კონტაქტები დიდი ხანია გაწყვეტილია და მათთან ურთიერთობის ნორმალიზებას ივანიშვილის პარტია წელიწადზე მეტია ვერ ახერხებს. ამის დასტურია სამხრეთ კავკასიაში ევროკომისარ მარტა კოსის ვიზიტი, რომელიც ისე დასრულდება, რომ ყველგან ჩავა თბილისის გარდა. 

შეეძლო თუ არა მარტა კოსს თბილისში ჩამოსვლის შესაძლებლობა სამოქალაქო საზოგადოების და პატიმრების მხარდასაჭერად გამოეყენებინა - ევროკომისიის პრესსპიკერის პასუხი ამ კითხვაზე ადასტურებს, რომ ევროკავშირის ყურადღება მეზობელ ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზეა, საქართველო კი ყურადღების მიღმა ქართული ოცნების პოლიტიკის გამო დარჩა. 

ევროკავშირის მაღალჩინოსნებს თბილისში ჩამოსვლა არ სურთ, თუმცა არც ოფიციალურ თბილისს უნდა მათი საქართველოში ნახვა. ბრიუსელს ოცნებიდან გონორით უპასუხეს, გადაწყვეტილებები დიფ სთეითის შეთქმულებას დაუკავშირეს და საკუთარი უპირატესობის ჩვენება სცადეს. 

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.