როგორ იქცა საქართველო რუსული არყის ხეების მთავარ ექსპორტიორად
როგორ იქცა საქართველო რუსული არყის ხეების მთავარ ექსპორტიორად და როგორ არიდებს ოკუპანტი თავს სანქციებს? - "აი ფაქტის" ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ევროპულ ბაზარზე საქართველოდან ომის დაწყების შემდეგ ლამის 30 მლნ დოლარი არყის ხის ფანერა მოხვდა. აქ ერთი ნონსენსია, საქართველოში არ გვაქვს ფანერად გამოსადეგი არყის ხეები და 2022 წლამდე არასდროს ეს პროდუქტი ექსპორტზე არ გაგვიტანია. ყველაფერი უკრაინაში ომის და სანქციების შემდეგ იწყება.
ქვეყანაში ბოლო 4 წელში რუსეთიდან 45 მილიონის არყის ხის ნედლეული შემოვიდა და შემდეგ ევროკავშირში გავიდა! ევროპულ ბაზარზე რუსეთიდან ხის ნედლეულის შეტანა აკრძალულია! თავიდან ოკუპანტისთვის მაშველი რგოლი თურქეთი და ყაზახეთი იყვნენ, სანამ ისინიც დაასანქცირეს. საქმე საქართველომ სწორედ ამის შემდეგ გადაიბარა. კომპანია პალატი 2022-ს არყის ხის ფურცლები მოსკოვში, პეტერბურგსა და ნიშნი ნობგოროდში მდებარე საწარმოებიდან შემოაქვს. წელს არყის ხის ფანერის ექსპორტში ჩინეთსაც კი გადავუსწარით.
პალატი 2022-ის დირექტორი ტარიელ ცუცქირიძეა, ის ხელმძღვანელობს კომპანია ციტადელსაც, რომელიც პირველი იყო ვინც რუსეთიდან ხის ნედლეულს ეზიდებოდა. რუსთავში გახსნილ ქარხანაში პალატი 2022 - არყის ხის ფურცლებს ფანერად აქცევს და არტყამს ეტიკეტს, რომ საქართველოა წარმოშობის ქვეყანა. ეს კომპანიები პუტინის ელიტასთან თანაშრომლობენ, ეძინაია რასიას დეპუტატების კომპანიასთაან თუ სანქცირებული რუსი მილიარდერის სვეზასთან.
თუ 2022 წლამდე ექსპორტზე არასდროს გაგვიტანია არყის ხის ფანერა და ახლა 30 მლნ დოლარის გაგვაქვს, წესით სახელმწიფო უწყებებსაც უნდა გასჩენოდათ კითხვა, რა ხდება?! არსებობს ორი ვერსია, ან ოცნების ჩინოვნიკებიც ჩართული არიან ამ სქემაში ან თვალს ხუჭავენ, ორივე დანაშაულია, როცა საქმე რუსეთის სანქციებისგან თავის არიდებას ეხება.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.