ვის შეხვდა გეკა გელაძე ჩინეთში?
ვის შეხვდა გეკა გელაძე ჩინეთში? - ბელორუსულ მხარესთან საიდუმლო აუციდენციის შესახებ ინფრომაცია თავად ბელორუსულმა მხარემ გამოაქვეყნა, მათ ასევე გამოაქვეყნეს ფოტოები შეხვედრიდან და ამის შემდეგ, უკვე ბელორუსულმა მედიამაც აქტიურად დაწერა ინფორმაცია, ლუკაშენკსო ძალოვანები საქართველსო შს მინისტრს შეხვდნენ.
სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე მინისტრის ჩინური ვოიაჟის არაერთი ინფორმაცია დევს, თუმცა არც ერთი სიტყვა არ რის ლუკაშენკოს ძალოვანებთან შეხვედრაზე.
ახლა მთავარი კითვაა, რატომ დამალა ბელორუსულ მხარესთან შეხვედრა ქართულმა მხარემ, ამ დრომდე შს-ს გვერდზე არ იძებნება ინფორმაცია, რომ ასეთი აუდიენცია ლუკაშენკოს ძალოვანებთან შედგა.
ჩინეთში ფორუმში მონაწილეობას რუსული დელეგაციაც. რუსეთის შს მინისტრია იქ ჩასული. ამიტომ ახლა ისმის ლეგიტიმური კითხვა, ჰქონდა თუ არა ანალოგიური საიდუმლო შევხედრა გეკა გელაძეს რუსულ მხარესთანაც.
ეს კითხვა, დღეს "პირველებმა" ირაკლი კობახიძეს დაუსა.
"ოცნების" პრემიერი ირწმუნება, რომ მათი გუნდის შინაგან საქმეთა მინისტრი ჩინეთში ოფიციალური ვიზით იმყოფება და რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება მათი პრიორიტეტია.
"მე არ ვიცი, გამოქვეყნდა თუ არა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რუსები არაფერ შუაში არიან, რადგან ეს იყო ოფიციალური შეხვედრა იყო", - განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციის ინფორმაციით კი, გეკა გელაძე ჩინეთში რუს დელეგაციასაც შეხვდა.
ლეგიტიმაცია გამოცლილი “ქართული ოცნება“ სრულად დაბნეულია და აღარ იცის, რა გააკეთოს და მცირედი ლეგიტიმაცია, როგორ შეიძინოს. ამიტომ წასულები არიან, მათ შორის შსს-დან, რომ შეხვდნენ ვითომცდა ბელარუსებს და გვაქვს ინფორმაცია, რომ ასევე რუსებსაც ხვდებიან, რათა შესჩივლონ, რომ დამთავრებულები არიან ესენი 4 ოქტომბერს. მთავარია ერთი რამ, ხალხო, ესენი არიან რუსები, ამათ არ აქვთ არანაირი ლეგიტიმაცია, 4-ში უნდა ვიყოთ რაც შეიძლება ბევრნი, რომ მშვიდობიანი რევოლუციის გზით, გავისტუმროთ ესენი ხელისუფლებიდან, - აცხადებს ენმ-ს ლიდერი ირაკლი ნადირაძე.
გელაძის ჩინეთში ვიზიტზე კითხვები აქვს მურთაზ ზოდელავასაც.
გელა გელაძე წარმოადგენს ანტიდასავლურ “ქართულ ხელისუფლებას“, ამიტომ, გელაძე და სხვა მინისტრები, დარწმუნებული ვარ, არიან მჭიდრო კავშირში, სამწუხაროდ, უკვე იმყოფებიან რუსეთის და რუსეთთან სატელიტური დამოკიდებულებაში მყოფი სახელმწიფოების სპეციალურ და არასპეციალურ სამსახურებთან, - განაცხადა ზოდელავამ.
ძლიერ საქართველოში კი ამბობნ, რომ ამ ვიზიტით კარგად გამოჩნდა, თუ ვის ეპარტნიორება სინამდვიელში "ქართული ოცნება".
“ქართული ოცნება“ხშირად სვამს ხოლმე კითხვას, ოპონენტებს მიმართავს, რატომ ვართ რუსული ძალა, რა გაგვიკეთებია რუსული, მე მგონი, ეს არის ნათელი მაგალითი იმის, თუ ვის ეპარტნიორება “ოცნება“ - ბელარუსს, რუსეთს, ჩინეთს, ირანს, სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს ნაცვლად ნატოს და ევროკავშირი წევრი ქვეყნებისა, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ვიბრძოლოთ ყველამ 4 ოქტომბერს, ქუჩაში ქინება ეს თუ საარჩევნო უბნებზე, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.