ირაკლი კუპრაძე: ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის

18.09.25 20:13
ირაკლი კუპრაძე: ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით,  თბილისის მერობის ერთიანმა კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ, ევროპის დედაქალაქის მერისგან მხარდაჭერის და მომავალი თანამშრომლობის პირობა მიიღო და სწორედ ამ შედეგით დასრულდა ბრიუსელში გამართული ორმხრივი შეხვედრა,  კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ დელეგაციასთან. 

მათივე ცნობით, ფილიპ კლოზიმ მერობის ერთიანი კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე,  „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერიის ისტორიულ შენობაში მიიღო. 

ქალაქ ბრიუსელის მერთან შეხვედრაზე ჩვენ დეტალურად და ბევრი ვისაუბრეთ თბილისი-ბრიუსელის სამომავლო პარტნიორობის დეტალებზე, როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური  თანამშრომლობის ფარგლებში, რაც ერთობლივი ინფრასტრუქტურული  და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას გულისხმობს. 
ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის. 
სამწუხაროა, რომ თბილისის რუსი მერი ვერ ჩამოდის ევროპულ დედაქალაქებში და ვერ ელაპარაკება თავის ევროპელ კოლეგებს ჩვენი დედაქალაქის განვითარებაზე.
კალაძე ვერ ხვდება საქართველოს მოქალაქეებს, ის ვერ ხვდება ევროპელ კოლეგებს და ეს ყველაფერი უკან ხევს და იზოლაციაში აქცევს ქართველ ხალხს“,- განაცხადა კუპრაძემ.