იმის ნაცვლად, რომ ანტიკორუფციული სააგენტო კორუფციის ფაქტებს იძიებდეს, ხელისუფლების ოპონენტებს დასდევს - ჯაფარიძე
იმის ნაცვლად, რომ ანტიკორუფციული სააგენტო კორუფციის ფაქტებს იძიებდეს, დასდევს ხელისუფლების ოპონენტებს და ამით არის დაკავებული, ამასობაში კი ყვავის კორუფცია- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “მას არ უკვირს, რომ მმართველი გუნდი არ ებრძვის კორუფციას, იმიტომ რომ თვითონ ჩაფლულია ამაში და დგას კორუფციაზე“.
იმის ნაცვლად, რომ ანტიკორუფციული სააგენტო კორუფციის ფაქტებს იძიებდეს, დასდევს ხელისუფლების ოპონენტებს და ამით არის დაკავებული და ამასობაში ყვავის კორუფცია და ვხედავთ, რა ფაქტებზეა საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ აისბერგის წვერი და არ არის არანაირი სურვილი, რომ მართლაც გაჩაღდეს ბრძოლა იმ სიმსივნის წინააღმდეგ, რასც კორუფცია ჰქვია. იმიტომ რომ ეს ხრავს სახელმწიფოს შიგნიდან, მე არც მიკვირს, რომ ეს ხელისუფლება არ ებრძვის კორუფციას, იმიტომ რომ თვითონ ჩაფლულია ამაში და დგას კორუფციაზე. კორუფცია მარტო ის არ არის, რომ ადამიანს ქრთამი გამოართვა, კორუფცია ისაა, რომ ადამიანს აქვს შემოსავალი და ამას არ აჩვენებს. ამ ხელისუფლებას ვერ ექნება ვერანაირი უნარი, შეებრძოლოს კორუფციას, იმიტომ რომ თვითონ დგას კორუფციაზე, -განაცხადა ჯაფარიძემ.