ვიბრძვით იმისთვის, რომ “ქართული ოცნება“ ჩვენი ქალაქების მმართველობას ჩამოშორდეს - ბადრი ჯაფარიძე

18.09.25 22:32
ვიბრძვით იმისთვის, რომ “ქართული ოცნება“ ჩვენი ქალაქების მმართველობას ჩამოშორდეს - ბადრი ჯაფარიძე

ვიბრძვით იმისთვის, რომ “ქართული ოცნება“ ჩვენი ქალაქების მმართველობას ჩამოშორდეს, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყველამ, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “არ მისვლა 4 ოქტომბერს და  არ აქტიურობა, ეს ხელს აძლევს მხოლოდ  და მხოლოდ “ქართულ ოცნებას“ და ეს არ აძლევს ხელს ჩვენს ქვეყნას.“

ვიბრძვით იმისთვის, რომ “ქართული ოცნება“ ჩვენი ქალაქების მმართველობას ჩამოშორდეს, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყველამ, თუ კი იქნება აქტიურობა ოპოზიციური ამომრჩევლის, მაშინ შედეგი იქნება პოზიტიური, რაც იმას ნიშანავს, რომ ჩვენ შევძლებთ  ხელისუფლებას, მუნიციპალიტეტის დონეზე, ჩამოვაშოროთ “ოცნება“. ამისთვის მთავარი ამოცანა არის არა იმაზე ფიქრი, რა შედეგი დადგება, ეს იქნება იმაზე მეტი თუ ნაკლები, არამედ ის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრათ, არ მისვლა 4 ოქტომბერს, არ აქტიურობა, ეს ხელს აძლევს მხოლოდ  და მხოლოდ “ქართულ ოცნებას“ და ეს არ აძლევს ხელს ჩვენს ქვეყნას. ნებისმიერი დაკარგული ოპოზიციური ხმა მიდის “ოცნების“ ყულაბაში. არავინ ამბობს იმას, რომ 4 ოქტომბერს, ამა თუ იმ ქალაქში ოპოზიციის გმარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლება ქვეყანაში შეიცვლება, მაგრამ ეს დააჩქარებს მათ შეცვლას და შევძლებთ ვაჩვენოთ ჩვენს მოქალაქეებს, რას ნიშნავს კოალიციური მმართველობა, არაკორუმპირებული ხელისუფლება ქალაქებში, ჩვენ ამის დემონსტრირებას შევძლებთ, პარალელურად კი მშვიდობია დემონსტრაციები უნდა გაგრძელდეს, მანამ, სანამ ყველა პოლიტიკური პატიმარი არ გათავისუფლდება, ქვეყანაში არ იქნება ახალი დემორკატიული საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ არც ეს უნიკალური შანსი არ უნდა გავუშვათ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არ მისვლა “ოცნებისთვის“ ხელის შეწყობაა, - განაცხადა ჯაფარიძემ.