უნდა შევიკრიბოთ 4-ში და მშვიდობიანად ვუთხრათ “არა“ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა “რუსულ ბანდას“- ბარამიძე
არ შეგვიძილია ამათი პარპაში და საქართველოს ღალატი კიდევ მოვითმინოთ, უფრო უარესები არიან, ვიდრე შაჰ აბასი,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანი გიორგი ბარამიძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “უკან დასახევი გზა აღარ არის, ამიტომ ყოველი დღე ისე უნდა ვიბრძოლოთ, რომ თითქოს ბოლო დღეა.“
ქართველებისგან დაცლილი საქართველოა დღეს ყველაზე დიდი უბედურება. ამიტომ არ შეგვიძილია ამათი პარპაში და საქართველოს ღალატი კიდევ მოვითმინოთ, უფრო უარესები არიან, ვიდრე შაჰ აბასი, კიდევ ერთი დღე, ერთი კვირა, ერთი თვე იყვნენ ხელისუფლებაში. ამიტომ ვართ ერთგვარად სასოწარკვეთილები, რომ უკან დასახევი არ გვაქვს, ამიტომ ყოველი დღე ისე უნდა ვიბრძოლოთ, რომ თითქოს ბოლო დღეა. მოგვკლავენ, მოგვკლან, მე სიკვდილის შიში გადავლახე და ჩემმა მეგობრებმაც. ნაცმოძრაობსი თავზე ერთი დოლაბის ქვა არ დატრიალებულა. გვჯერა ქართველი ხალხსი გამარჯვების, ამიტომ უნდა შევიკრიბოთ 4-ში და როგორც ბოლო დღე, მშვიდობიანად, და არა ძალადობრივად, იმიტომ რომ ძლიერები ვართ, მართლები ვართ, ვუთხრათ “არა“ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულ ბანდას და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი აუცილებლად ერტად გავიმარჯვებთ, - განაცხადა ბარამიძემ.