სოლიდარობა ანტონ ჩეჩინს - აქცია თბილისში

19.09.25 10:13
სოლიდარობა ანტონ ჩეჩინს - აქცია თბილისში

"სოლიდარობა ანტონ ჩეჩინს" - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმდებარედ საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე შეკრებილებმასაპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეობის შემდეგ დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქის გათავისუფლება მოითხოვეს. 

დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს რუსეთის კიდევ ორი მოქალაქის, აქციები მონაწილე ცოლ-ქმრის, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიგულის გათავისუფლება.

„არა ხალხზე ნადირობას, არა პოლიტპატიმრობას“, „თავისუფლებისთვის“, - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. 

დემონსტრაციაზე იმყოფებოდა ანტონ ჩეჩინის მეუღლე, მანანა სამხარაძე და 2024 წლის აქციებისას დაპატიმრებული დემონსტრანტების ოჯახის წევრები.

ანტონ ჩეჩინს პატიმრობა რვა წლით და ექვსი თვით აქვს მისჯილი. ის ნარკოდანაშაულის ბრალდებით გაასამართლეს.