სახდეპის აქტში "ქართული კოშმარის არაღიარების" შესწორების წინადადება შეიტანეს

19.09.25 10:00
სახდეპის აქტში "ქართული კოშმარის არაღიარების" შესწორების წინადადება შეიტანეს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში "ქართული კოშმარის არაღიარების" შესწორების წინადადება შეიტანეს - ამის შესახებ თავდაპირველად Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტმა, ალექს რაუფოღლუმ სოციალურ ქსელში დაწერა.

ირკვევა, რომ შესწორების წინადადება კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა.

  • შესწორება აშშ-ს მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს "ქართული ოცნების" მთავრობის აღიარებას უკრძალავს.

კანონპროექტი 11 სექტემბერს დაარეგისტრირეს. 

  • გამოქვეყნებული სქრინის მიხედვით,  შესწორების წინადადება კანონპროექტის 313-ე მუხლს მიემართება, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომ ტექსტში აშშ-ს მთავრობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უკრძალავს.

განცხადება რამდენიმე წუთის წინ, შესწორების ავტორმა ჯო უილსონმაც გამოაქვეყნა: 

„ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით...

კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია“, - წერს ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი.

  • სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტი კანონია, რომელიც ადგენს სახელმწიფო დეპარტამენტის ფუნქციონირების ჩარჩოს და ბიუჯეტს.

მსგავსი სიახლეები