სკანდალი: გეკა გელაძე ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის სანქცირებულ ხელმძღვანელს შეხვდა
ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი სკანდალში ეხვევა - ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გეკა გელაძე, ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის სანქცირებულ ხელმძღვანელს, გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე დმიტრი ჰარას შეხვდა.
- ეს უკანასკნელი ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის და აშშ-ის მიერ არის სანქცირებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბელარუსელ მაღალჩინოსანთან შეხვედრის შესახებ ცნობა ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები განიხილეს.
გელა გელაძემ ჩინეთში მონაწილეობა მიიღო "გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში".