ზურაბიშვილი: შს მინისტრის პირველი ვიზიტი ჩინეთში ხორციელდება, სადაც ის სანქცირებულ ბელარუსელ კოლეგას ხვდება - ამაზე უკეთესი დემონსტრირება რა არის

19.09.25 13:39
ზურაბიშვილი: შს მინისტრის პირველი ვიზიტი ჩინეთში ხორციელდება, სადაც ის სანქცირებულ ბელარუსელ კოლეგას ხვდება - ამაზე უკეთესი დემონსტრირება რა არის

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის პოსტს ეხმაურება.

მისი თქმით, კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია.

„საქართველოს ახლად არჩეული, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ჩინეთში მიმდინარეობს, სადაც ის ბელარუსელ კოლეგას ხვდება, რომელიც სანქცირებულია. ამაზე უკეთესი დემონსტრირება რა არის!“ - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენმა სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მის მიერ წარდგენილი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით მიიღეს.

ქართული ოცნების შს მინისტრი გელა გელაძე სკანდალშია - ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ჩინეთში ვიზიტის დროს ის შეხვდა აშშ-ს და ევროკავშირის მიერ კომიტეტის სანქცირებულ ხელმძღვანელს, დმიტრი ჰარას. შეხვედრაზე, რომელიც ოფიციალურად „გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა, თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. საქართველოს შსს ამ ფაქტს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.