ვინ ლობირებს ივანიშვილს ბიზნესიდან?
ვინ ეხმარება ბიზნესიდან ბიძინა ივანიშვილს სანქციებისგან თავის არიდებაში? სკანდალური ამბის გახმაურებაის შემდეგ ბიზნესის წარმომადგენლები კითხვებს არ პასუხობენ.
"პირველებმა" დღეს კითხვები თამაზ გაიაშვილსაც დაუსვა. ჩვენ დავინტერესდით, "ჯორჯიან ეარვეისის" დამფუძნებელი ხომ არ არის ერთ-ერთი, ვინც ივანიშვილს ლობირებს.
გაიაშვილმა კითხვაზე პასხის გაცემა არ ისურვა. თქვა მხოლოდ ის, რომ "პენსიაზეა გასული".
მე რა შუაში ვარ, საერთოდ? მე პენსიონერი კაცი ვარ, 6 წელია პენსიაზე ვარ. მე მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, - ამბობს თამაზ გაიაშვილი.
არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ცდილობს საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებას, რომ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირება ქართულ ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს. „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ ცნობით, პროცესში ჩართულები არიან ივანიშვილთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესმენები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ მოკავშირეების მოსაძებნად. ორგანიზაციის განცხადებით, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დროთა განმავლობაში აუცილებლად გასაჯაროვდება.
ამ ფონზე " ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ "სათხოვნელი არავისთან არაფერი აქვთ".